თეგებით ძიება

ხორბლის ფასი 9 ლარით შემცირდა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ბაზარზე ფქვილის ფასი ცხრა ლარით შემცირდა.

„ხორბლის ფასმა დაიკლო რეგიონალურად. ზოგადად, მსოფლიოში ტენდენცია კლებისკენ არის. შესაბამისად, ბოლო ორი კვირაა, მიმდინარეობს ფასების ვარდნა როგორც ხორბალზე, ასევე ფქვილზე. პირველი ხარისხის ფქვილის ფასი იყო 85 ლარი, შემდგომ 80 და ახლა 50-კილოიანი ერთი ტომარა ფქვილის ფასი არის 76 ლარი. ეს ტენდეცია დამაიმედებელია და ბაზარზე შეინიშნება ოპტიმისტური ნიშნები. თუ განვიხილათ ადგილობრივი ბაზრის პერპექტივას, შესაძლებელია წისქვილკომბინატებმა დაიწყონ მუშაობა. ზოგადად, იცით, რომ წისქვილკომბინატები იყო გაჩერებული. ხორბალზე რუსეთის საექსპორტო საბაჟო გადასახადი საკმაოდ მაღალი იყო, 100 დოლარს გაცდენილი. დღეს კი 68 დოლარია“, – აცხადებს ასოციაციის დირექტორი, ლევან სილაგავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა