რაის ქალები გამოვუშვა, ცეკვა-ცეკვით გამოვალ კიდო - ბანკზე თავდამსხმელი იმუქრება
ქუთაისში, "საქართველოს ბანკის"ბერთ-ერთ ფილიალში, სადაც შეიარაღებულ კაცს 12 მძევალი ჰყავს, მძიმე ვითთარებაა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმინს, თავდამსხმელი იმუქრება.
"რაის ქალები გამოვუშვა ცეკვა ცეკვით გამოვალ კიდო. [...] გადით აქედან, თორემ ვისვრი", - ისმის შეიარაღებული კაცის აგრესიული ტონი "ლაივ რეჟიმში" ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
ერთ-ერთი მძევლის განმარტებით, შეიარაღებული მძარცველი ყველას უსაფრთხოდ გაშვებას ჰპირდება, თუ მოთხოვნილ თანხას 2 მილიონ ამერიკულ დოლარს მიუტანენ.
დღეს დილით, ქუთაისში "საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც 12 მძევალი აიყვანა და გამოსასყიდის სახით 2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, რუსეთის დროშა და ანკესი მოითხოვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.