თეგებით ძიება
03. 10. 2022 News-ები

პროკურატურამ ბათუმის მერიის ყოფილ თანამშრომელს, ცოლზე ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო იურიდიული პირის „ბათუმის სპორტული ცენტრის“ და „ბათუმის ავტოდრომის“ ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ, ბრალდებულმა მეუღლის მიმართ სხვადასხვა დროს ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, (სამი ეპიზოდი)) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა