თეგებით ძიება
19. 10. 2022 News-ები

იგი დგას მყარად, როგორც მართალი კაცი, გაუკვირდა დაკავების ამბავი - რას ამბობს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი?

"გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლის, დაკავებული, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, მამუკა ბლიაძე განცხადებას ავრცელებს.

"მე დღეს შევხვდი ლაშა ფურცხვანიძეს. იგი დგას მყარად, როგორც მართალი კაცი, ის ნამდვილად მართალია. გავესაუბრე, დეტალები გავიარეთ. ჯერ ბრალი და საქმის მასალები არ გადმომცემია და საქმეს დეტალურად ვერ ვიცნობ. უბრალოდ, მას გაუკვირდა დაკავების ამბავი. დღეში სამჯერ მიდიოდა გამოკითხვაზე და თუ დასაკავებელი იყო, მივიდოდა და დააკავებდნენ. რამ გამოიწვია სამსახურში, ოფისში მისი დაკავება, გაუგებარია. ჩვენება ყველაფერი გამოძიებისთვის დეტალურად აქვს მიცემული. იგი თანამშრომლობდა და გააგრძელებს თანამშრომლობას. მისი ბრალეულობა არაფერი არ არის“, – აცხადებს ადვოკატი მამუკა ბლიაძე.

ბლიაძის თქმით, ყველა ცვლილება, რაც სამუშაოს პროცესში განხორციელდა, მერიასთან იყო შეთანხმებული.

„როგორც ვიცი, პროექტი რამდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ რაც შეიცვალა ყველაფერი შეთანხმებული იყო მერიის სამსახურებთან და როცა ცვლილება შედიოდა, იმის მიხედვით ხდებოდა ყველა სამუშაოს განხორციელება. მერიასთან შეთანხმებული იყო, რაც იცვლებოდა, ცვლილების შემდგომ მიმდინარეობდა სამუშაოები. მერე დატესტეს, სამი დღე იმუშავეს, ეს ყველაფერი დაიტესტა, ტელევიზიამაც გადაიღო. ფურცხვანიძე თავის ბრალეულობას ამ საქმეში ვერაფერს ვერ ხედავს. გაოგნებულია თვითონაც, არაფერი პრობლემა არ უნდა შეჰქმნოდა. ასევე გაოგნებულია „გრინსერვისის“ ორი თანამშრომელი, ვისაც მე ასევე ვიცავ. მათ არანაირი შეხება არ ჰქონიათ, თითქოს ექსპერტები აიძულეს, რომ ყალბი დასკვნა გაეკეთებინათო, ეს აბსურდია“, – განაცხადა ბლიაძემ.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

18 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები, თანამშრომლები და მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა