თეგებით ძიება
02. 11. 2022 News-ები

დღეს ჩვენ ვნახეთ თავისუფალი ნიკა გვარამია და მანტიაში გამოწყობილი ბიძინა ივანიშვილის სამი პატიმარი - სოფო ლილუაშვილი

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

"დღეს ჩვენ ვნახეთ საწყალი, გაბეჩავებული ადამიანები მოსამართლეების სახით და დღეს ჩვენ ვნახეთ თავისუფალი ნიკა გვარამია და მანტიაში გამოწყობილი ბიძინა ივანიშვილის სამი პატიმარი. მე მგონია, რომ ეს პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ისინი საპასუხოდ მიიღებენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისგან და მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმ დანაშაულისთვის. მე მგონია ეს დანაშაული მათი არჩევანია და ესეც ძალიან სამწუხაროა და ამას აუცილებლად პასუხი გაეცემა", - თქვა სოფო ლილუაშვილმა.

რაც შეეხება დასავლეთის რეაგირებას, სოფო ლილუაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, რომ მას პარტნიორებთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ისინი მზად არიან ბრძოლის გასაგრძელებლად.

"მათი განწყობა არის ძალიან მეგობრული, გამამხნევებელი, ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად ბოლომდე იყვნენ ამ ბრძოლაში და დღესაც, როცა ამ ე.წ. პროცესზე ვიჯექი, ისინი ჩემგან ელოდნენ კონკრეტულად გადაწყვეტილების მომენტში მიმეწერა და ინფორმაცია მიმეწოდებინა. ეს კომუნიკაცია შედგა, ახლაც მიმდინარეობს და ისევ ისინი მზად არიან, ამ წუთიდანვე ჩემთან ერთად გააგრძელონ ბრძოლა და იბრძოლონ იმ სამართლიანობისთვის, რომლისთვისაც ნიკა იბრძვის და პრინციპში, ჩვენ ყველა ყველაფერს ვაკეთებთ რისი გაკეთებაც შეგვიძლია", - თქვა სოფო ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა