თეგებით ძიება
02. 11. 2022 News-ები

მიხეილ სააკაშვილს მაღალი სიცხე აქვს - ექსპრესპრეზიდენტი, შესაძლოა, კოვიდინფიცირებული იყოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, კოვიდინფიცირებული იყოს. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო. მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვა სასამართლომ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

უფლებადამცველებმა დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს ორი ცნობა წარუდგინეს - ერთი, „ემპათიის“ დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის მიერ გაცემული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ცნობა და მეორე - ცნობა „ვივამედიდან“, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს მაღალი სიცხე აქვს და შესაძლოა, კოვიდინფიცირებული იყოს.

მომდევნო სხდომა მოსამართლემ 14 ნოემბერს ჩანიშნა.

დღეს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლოს მესამე პრეზიდენტის ჩვენება უნდა მოესმინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა