თეგებით ძიება
16. 12. 2022 სპორტი

გაბურძგნულ და გაწეწილ ქართველებს ვეთამაშეთ - რას ამბობს რუსი სპორტსმენი ქართველ ფეხბურთელებზე?

რუსი ფეხბურთელი ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრას იხსენებს და მათ გაბურძგნულ და გაწეწილს უწოდებს.

კერძოდ, მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა და კაპიტანმა, იგორ ტიტოვმა კლუბის 100 წლის იუბილეზე ერთი შეხვედრა გაიხსენა, სადაც ის და მისი გუნდი ქართველებს დაუპირისპირდნენ:

"მაშინ, როდესაც მოზარდები ვიყავით, სპარტაკის სარეზერვო გუნდთან ერთად უკრაინაში წავედით, სადაც ჩვენი ასაკის გაბურძგნულ და გაწეწილ ქართველებს ვეთამაშეთ. საბოლოოდ, მეტოქე 1-0 დავამარცხეთ, ქართველებს კი წაგება არ ესიამოვნათ და ჩხუბი ატეხეს. მოედანზე სრული გაუგებრობა და ქაოსი დაიწყო. ალბათ, ეს იყო ის გამორჩეული შემთხვევა, როდესაც კლუბის ღირსების დაცვა ჩემივე მუშტებით მევალებოდა," - აცხადებს ტიტოვი.

იგორ ტიტოვს რუსეთის ჩემპიონატი ჯამში 6-ჯერ აქვს მოგებული.

წყარო: sportline.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა