თეგებით ძიება
20. 12. 2022 სპორტი

"ქართველები და ნეაპოლელები ოჯახს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებენ... თავს შინ ვგრძნობ" - ხვიჩა კვარაცხელიამ სტუდენტებს მიმართა (ვიდეო)

იტალიის საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა, სადაც მან საკუთარ იტალიელებისა და ქართველების ხასიათებზეც გაამახვილა ყურადღება.

ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ნეაპოლელები ფეხბურთისთვის ცხოვრობენ და ამას პირველივე წუთიდან მიხვდა, როდესაც ნეაპოლში ჩავიდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა ნეაპოლელ გულშემატკივრებს მათ სახლში თბილი მიღებისთვის.

"პირველად რომ ვითამაშე მარადონას სტადიონზე, თავი ნამდვილ პროფესიონალ ფეხბურთელად ვიგრძენი.

ქართველები და ნეაპოლელები ოჯახს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებენ, ამიტომაც აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში", - განაცხადა მან.



წყარო: exclusivetv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა