ამ ქამრის შენარჩუნებას დიდი ხნით ვაპირებ - მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ UFC-ის საჩემპიონო ქამარს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს.
"UFC-ის მეორე ჩემპიონი საქართველოდან! თითქოს, სიზმარში ვარ... განაგრძეთ ოცნება, მაგრამ იშრომეთ ბევრი. ყველაფერი შესაძლებელია! UFC საუკეთესოა. ის ყველას აძლევს შესაძლებლობებს. თუ ბევრს შრომობ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ხარ, შენ შეგიძლია, ეს მშვენიერი ქამარი მოიპოვო. დღეს ეს ქამარი ჩემია და ვაპირებ, ის დიდი ხნით შევინარჩუნო", - განაცხადა დვალიშვილმა მეტოქის დამარცხების შემდეგ.