თეგებით ძიება
15. 09. 2024 სპორტი

შესაძლოა, ზივზივაძე მალე ბუნდესლიგაში ვიხილოთ - გერმანული გამოცემა „შპიგელი“

გერმანიის მეორე ბუდნესლიგის „კარლსრუეში“ ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავ თამაშს პოპულარული გერმანული გამოცემა „შპიგელი“ გამოეხმაურა. სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ 30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, შესაძლოა, ბუნდესლიგაში ითამაშოს.

„ქართველი თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე ოცნებობს. ბუდუ ზივზივაძემ ბოლო ტურში „შალკესთან“ დუბლი შეასრულა. თავდამსხმელმა კარიერის განმავლობაში ითამაშა საქართველოში, დანიაში, უნგრეთში, ახლა „კარლსრუეშია“ და შესაძლოა, მალე ბუნდესლიგაშიც ვიხილოთ. 30 წლის ბუდუ ზივზივაძე ბევრს შრომობს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს. „კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და შეუძლია ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე იფიქროს“, – წერს გერმანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ბუდუ ზივზივაძემ მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა მეორე ბუნდესლიგაში. „კარლსრუემ“ გელზენკირხენის „შალკე“ მისი დუბლის წყალობით 2:0 დაამარცხა. ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში ხუთ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა