თეგებით ძიება
22. 12. 2022 სპორტი

ლუკა მაისურაძე იერუსალიმის მასტერსის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ქართველი ძიუდოისტი, ლუკა მაისურაძე იერუსალიმის მასტერსის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მაისურაძის მეტოქე, მსოფლიო ჩემპიონი დავლატ ბობონოვი იყო, რომელიც თავით ტატამზე წასვლისთვის მსაჯებმა ჰანსოკუ-მაკეთი დასაჯეს და იერუსალიმის მასტერსის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლუკა მაისურაძე გახდა.

ამავე წონაში მეორე ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში ბექა ღვინიაშვილმა ბრაზილიელ რაფაელ მაცედოსთან იპონით განიცადა მარცხი და მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა.

ოქროს მედლისთვის შეხვედრაში იაპონელმა სანშირო მურაიმ ფრანგი ალექსის მატიე დაამარცხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა