თეგებით ძიება
26. 12. 2022 სპორტი

ვინ არიქ ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც "ნაპოლიში" შესაძლოა, ხვიჩასთანე ერთად ითამაშოს?

იტალიის საფეხბურთო კლუბ "ნაპოლიში", სადაც უკვე თამაშობს ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, მალე მეორე ქართველი ფეხბურთელიც ვიხილოთ.


"პირველი არხის" ინფორმაციით, ფეხბურთელი, რომეიც „ნაპოლის“ სელექციონერთა რადარებში მოხვდა, „საბურთალოს“ აღზრდილი 19 წლის გიორგი კვერნაძეა, რომელიც გასულ სეზონში იჯარით „თელავში“ თამაშობდა.

„ნაპოლიმ“ საქართველოში ტალანტი რომ აღმოაჩინა, პირველად Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა მცველმა, კრისტიან ძაკარდომ გაამხილა.

„არის კიდევ ერთი ქართველი ტალანტი, 2003 წელს დაბადებული თავდამსხმელი, რომელიც ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. მის ვინაობას მალე შეიტყობთ“, – თქვა ძაკარდომ.

გიორგი კვერნაძემ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო სეზონი 2021 წელს „საბურთალოში“ ჩაატარა. სათამაშო პრაქტიკისთვის 2022 წელს იჯარით „თელავში“ კლუბის დირექტორის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის, სოსო გრიშიკაშვილის ინიციატივით გადავიდა.

გიორგიმ გასულ სეზონში „თელავის“ ფორმით 21 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ახლა კვერნაძის დამატება ბათუმის „დინამოს“ სურს, „ნაპოლი“ კი 19 წლის ფლანგის შემტევს დააკვირდება. თუმცა, ჯერ ტრანსფერზე საუბარი ნაადრევია.

გიორგი კვერნაძე პოზიციით ფლანგის შემტევია. დაიბადა 2003 წლის 7 თებერვალს. ის ზუსტად „ნაპოლის“ ქართველი მოთამაშის, ხვიჩა კვარაცხელიას სიმაღლისაა – 183 სმ (წონა – 67 კგ). „საბურთალოს“ ფეხბურთელს უკვე შეარქვეს ახალი კვარაცხელია, რადგან მის პოზიციაზე თამაშობს და ხვიჩას მსგავსი სათამაშო სტილი გამოარჩევს.

გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ გიორგი კვერნაძის ტრანსფერს 300 000 ევროდ აფასებს. 19 წლის ფეხბურთელი იყო 19-წლამდელთა ნაკრების წევრი (10 მატჩი, 1 გოლი), ამჟამად კი 21-წლამდელების წევრია (3 მატჩი).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა