თეგებით ძიება
30. 12. 2022 სპორტი

პელეს 14-სართულიან ვერტიკალურ სასაფლაოზე დაკრძალავენ

ლეგენდარულ ფეხბურთელს, პელეს, 3 იანვარს, ქალაქ სანტოსში, „ეკუმენიკას“ სასაფლაოზე დაკრძალავენ. „ეკუმენიკას“ სასაფლაო ყველაზე მაღალი ვერტიკალური სასაფლაოა და გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.

გამოსამშვიდობებელი ცერემონია 2 იანვარს საფეხბურთო კლუბ „სანტოსის“ სტადიონზე გაიმართება, რის შემდეგაც სამგლოვიარო პროცესია ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლებს და ჩაივლის ფეხბურთელის დედის, 100 წლის სელესტე არანტისის სახლთან.

ამის შემდეგ, 3 იანვარს პელეს „ეკუმენიკას“ სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან.

14 სართულისგან შემდგარი ვერტიკალური სასაფლაო „ეკუმენიკა“ 1983 წელს აშენდა. ის 1,8 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული და 16 000-მდე საფლავს იტევს.

ცნობისთვის, პელე 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ, პელეს გარდაცვალების გამო, ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა