თეგებით ძიება
31. 12. 2022 News-ები

2022 - კიდევ ერთი დამღუპველი წელი კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით

კლიმატის ცვლილებამ ამინდის სიმკაცრე მთელ მსოფლიოში გააძლიერა, გახშირდა ტემპერატურული რეკორდები, დაფიქსირდა მდინარის წყლის ისტორიულად დაბალ დონემდე დაწევა და ნალექიანობის მაქსიმალურად მატება, რასაც გამანადგურებელი შედეგები მოჰყვა. გვალვამ გამოიწვია ტყის ხანძრები და სასურსათო დაუცველობის პრობლემა უფრო გაამწვავა. 2022 წლის ექსტრემალური მოვლენები მხოლოდ ამ წლის კლიმატური კატასტროფების ნიმუშია. თითოეული მათგანი გამწვავდა ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებით ან შეესაბამება რეგიონალური მასშტაბის ზემოქმედების პროგნოზებს.

გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის 2021-2022 წლების შეფასების ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ადამიანები მკვეთრად ცვლიან დედამიწის კლიმატს. პრეინდუსტრიული პერიოდიდან მოყოლებული, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა, მინიმუმ, 1,1 გრადუსი ცელსიუსით უკვე გაიზარდა ადამიანის მიერ ატმოსფეროში ე.წ. სითბოს დამჭერი აირების, განსაკუთრებით ნახშირორჟანგისა და მეთანის, შეყვანის გამო. ამ დათბობამ პლანეტის ირგვლივ ენერგიის ნაკადი გადააადგილა, შეცვალა ამინდის ტიპი, აამაღლა ზღვის დონე და წარსულში არსებული კლიმატის ექსტრემალური პირობები ახალ სტანდარტად დააბრუნა.

მსოფლიოს კლიმატის უფრო ექსტრემალური პირობების გადატანა მოუწევს, რადგან ნახშირბადი კვლავ გროვდება ატმოსფეროში და გლობალურად ტემპერატურა კვლავ იზრდება. თუმცა მეცნიერები, კლიმატის ცვლილების რეგიონალური და ადგილობრივი ეფექტების ხაზგასმასთან ერთად, იმედოვნებენ, რომ მსოფლიო გააძლიერებს ძალისხმევას გლობალური დათბობის გამომწვევი სათბურის გაზის გამონაბოლქვის შესამცირებლად და პლანეტას თავიდან ააცილებს უფრო კატასტროფულ მომავალს.

https://www.sciencenews.org/article/extreme-weather-climate-change-2022


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა