"დედაჩემმა ეს დაიმსახურა, რადგან ყველაზე მეტად ინერვიულა" - რა საჩუქარი გაუკეთა გურამ შეროზიამ დედამისს?
რეალითი შოუს "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებულმა, გურამ შეროზიამ დედამისს საჩუქრი გაუკეთა.
"დედაჩემმა ეს დაიმსახურა, რადგან ყველაზე მეტად ინერვიულა
კომენტარებზეც, პირადშიც უვარდებოდნენ, ბოლო სტუმრობაზე საერთოდ. არა და ჩემგან არ იმსახურებდა, მერე რა, რომ ჩემი ბრალი არ იყო.
არა და სულ გვერდში მედგა, სულ მამხნევებდა და ჩემზე ბევრად მეტს ღელავდა ყველაფერზე. ამიტომ დაიმსახურა ნერვების მოშლის კომპენსაცია.
დედების დღეს, 3-დან 8 მარტამდე დუბაიში ვიგულავებთ და ყველა უარყოფითს დავივიწყებთ, მან ეს დაიმსახურაააა. საჩუქრად ჩემგან ეს ცხელი და ბობოქარი საგზური - ამდენი გამძლეობისთვიიის. ერთად წავალთ და ყველა ცუდ ემოციას გავიბათილეეებთ ", - წერს შეროზია.