თეგებით ძიება

"არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოხდა... კოსტას გულშემატკივრებსაც ყოჩაღ" - რას წერს გურამ შეროზია?

რეალითი შოუს "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს, რომ პროექტში მონაწილეობა 2022 წლის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

"არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოხდა, რომ ეს სამი თვე გამოვიარეთ, რომ ამდენ რამეს გავუძელით და მაინც ბედნიერები და მოტივირებულები ვართ!
ბევრი მაკრიტიკებდა, რომ აიი რა გინდა პროექტში, მაგრამ ჩემი აზრით, 2022 წლის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო!

ათასჯერ გავიმეორებ, რომ მე ძალიან ძლიერი ბიჭი ვიყავი და უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, არც ცხოვრებაში და არც პროექტში - ფარხმალს არასდროს ვყრიდი და ვრჩებოდი ადამიანად... იცით რატომ? იმიტომ, რომ მე ყველაზე მაგარი, კეთილი, სამართლიანი, პროგრესული, ჭკვიანი, აქტიური და დაუღალავი გულშემატკივრები მყავდნენ. რომლებიც სულ მამხნევებდნენ ემოციურად, ყოველ დაცემაზე - ხელს მიწვდიდნენ და არ მაძლევდნენ საშუალებას დავცემულიყავი, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ.

ამ გუნდების ლიდერებს ცალკე მადლობა!!!! აქ სათითაოდ არ ჩამოვთვლი, მაგრამ მალე გვნახავთ ერთად კაი ამბებში
კოსტას გულშემატკივრებსაც ყოჩაღ, ძალიან მაგარი შედეგი იყო, მლანძღველებს თუ არ ჩავთვლით - თქვენც მაგრები ხართ, რომ ასე იბრძოდით და ამდენი შეძელით. Iii axla ras shvebit, chaidzira xomaldiii და ეგეთებს არ დავიწყებ, პირიქით, ჩემი respect.
პროექტზე ცალკე მოგიყვებით, ახლა რაკი დამთავრდა - ყველაფერს ღიად და ვცრლად.

მიყვარხართ ძალიან, ახალ წელს გამარჯვებით შევხვდით და სულ ასეთი ბედნიერი, წარმატებული, ბობოქარი ეა წარმატებებით აღსავსე წელი გქონოდეთ, აუცილებლად იმსახურებთ!", - წერს შეროზია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა