თეგებით ძიება

3 იანვარს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

3 იანვარს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვაკის დასახლების, კეკელიძის (ნაწილობრივ), პეტრიაშვილის, ჯაფარიძის, შატბერაშვილის და რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, ხიზანბავრის, ბოჭორიშვილის და აკაკი ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის (ნაწილობრივ) და ორთაჭალის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა