"არ იყიდოთ პიროტექნიკა, ვაღიარებ დანაშაულს, რომ სისულელე ჩავიდინე...პალატაში 3 ვწევართ" - შეფ გურამ ბაღდოშვილი საავადმყოფოდან მიმართვას ავრცელებს
შეფ გურამ ბაღდოშვილი, რომელმაც პიროტექნიკის გამოყენების გამო, სხვეულის დაზიანება მიიღო, საავადმყოფოდან მიმართვას ავრცელებს.
"სალამი ყველას, ძვირფასებო, დიდი მადლობა რომ შეწუხდით
კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემდამიმართ სიყვარული
ვარ მხნედ და ძლიერად უფალი გვფარავდეს ამინ
ხალხნო, არ იყიდოთ პიროტექნიკა, ფოერვერკები, მაშხალები, სოლისტები
ძაან ცუდი ხარისხის არის შემოსული. პალატაში 3 სული ვწევართ, ერთნაირად დაზიანებული
ფოტოებს არ ვასაჯაროებ ჯერ, მაგრამ აუცილებლად ჩემს დანაშაულს ვაღიარებ, რომ სისულელე ჩავიდინე და მაგალითი აგერ ვარ", - წერს ბაღდოშვილი.