სიყვარულის ნამდვილი ისტორია - ცხოველები, რომლებიც ადამიანებს გვასწავლიან
ლეო და მუნეკა ერთმანეთს თითქმის მთელი ცხოვრება ერთმანეთს იცნობენ. წყვილი ლომი და მათი შვილები პერუს ცირკისგან 2014 წელს Animal Defenders International-მა (ADI) გამოიხსნა. ცირკისგან გათავისუფლებისას ლეო და მათი ბოკვრები, ჩინო, კოკო და როლექსი დროებით გადამალეს.
აგვისტოში, ძუ ლომი მუნეკა მოულოდნელად ავად გახდა და [ხვადი] ლეო მისი მუდმივი დამცველი გახდა ისე, როგორც არასდროს.
„ლეო ყოველთვის ადევნებდა თვალყურს მუნეკას, მაგრამ როდესაც ის ცუდად გახდა, აშკარად მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. შევნიშნეთ, როგორ ცდილობდა ის მუნეკას გამოკვებას - თითქოს ანუგეშებდა, ეხუტებოდა, რათა თავი უკეთესად ეგრძნო - ლომების სიყვარულის გამოხატვის მშვენიერი მაგალითი. კვლევებმა აჩვენა, რომ ლომები ერთმანეთს თავიანთი სოციალური კავშირების გასაძლიერებლად ეხუტებიან, ხოლო ლეო და მუნეკა წლების განმავლობაში ბევრჯერ დააფიქსირეს ასეთ მდგომარეობაში.
სამწუხაროდ, მუნეკა, სექტემბერში, 19 წლის ასაკში მოკვდა. ლეო ბოლომდე დარჩა მის გვერდით. ლეოს მაშველები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს, როდესაც ის თავისი საყვარელი მუნეკას დაღუპვას გლოვობდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნეკას სიკვდილი გულსატკენი იყო, მისადმი ლეოს ზრუნვის ყურება ისეთი ლამაზი მომენტი იყო, რომ ეს ყველა თვითმხილველს წლების განმავლობაში ემახსოვრება", - აღნიშნა Animal Defenders International-ის პრეზიდენტმა, იან კრემერმა.
https://www.natureknows.org/2022/11/lion-husband-stays-by-his-sick-wifes.html?fbclid=IwAR2kuKrumxBBXAajIah_i3MyvQ452xT6O4J_l-HpkYTAwc7nOCYyJdWk1B0