თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ საერთაშორისო ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება - რას ამბობს ხატია დეკანოიძე?

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ საერთაშორისო ყურადღება ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, იზრდება.

მისი თქმით, მაკფოლი მაღალი დონის ექსპერტი, ყოფილი დიპლომატი და თეთრ სახლთან დაახლოებული პირია.

„გამოქვეყნდა უმნიშვნელოვანესი სტატია მაიკლ მაკფოლის, რომელიც მუდმივად მუშაობს რეგიონზე და აშშ-ს ყოფილი ელჩია რუსეთში, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, ის ერმაკთან ერთად არის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მუშაობს რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქიის და ოლიგარქიული წრეების სანქცირებაზე. ჩვენ მასთან გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ამ ზაფხულს და მისი გამოხმაურება არის უმნიშვნელოვანესი. ის მოუწოდებს მსოფლიოს, რომ არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდეს, ხაზს უსვამს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ სამედიცინო დასკვნას შესაძლო მოწამვლის შესახებ და კლინიკიდან ბოლო გავრცელებულ სურათს და აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა არის უკიდურესად საზიანო და ეს მხოლოდ პუტინს ახარებს,“ - განაცხადა დეკანოიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა