"იყო რაღაც ინციდენტი, მაგრამ ვინ იყო პიროვნება არ ვიცი" - რას ამბობს თვითმხილველი ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე?
პოლიციამ ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა.
აფთიაქის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ვერ მოახერხეს ჩხუბში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.
"იყო რაღაც ინციდენტი, მაგრამ ვინ იყო პიროვნება არ ვიცი, რადგან ეს მოხდა გარე პერიმეტრზე. ჩემი კოლეგებიც არ არიან ინფორმირებული, რომ ეს პიროვნება იყო ვანო მერაბიშვილი. იყო რაღაც ინციდენტი, მაგრამ არ იციან, ის პიროვნება ვინ იყო. ვერ ადასტურებენ, იყო მერაბიშვილი თუ არა", - აცხადებს თვითმხილველი.