თეგებით ძიება

გიორგი მარგველაშვილის ბახუსთან დამოკიდებულებას, თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება მეფიქრა მთვრალია და შეეშალა-თქო - რას ამბობს ლევან ნიკოლეიშვილი ყოფილ პრეზიდენტზე?

ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეგნებულად იტყუება.

„ამ ადამიანის ბახუსთან დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება მეფიქრა მთვრალია და შეეშალა-თქო. თუმცა არც ნაბახუსევზე გამოირჩევა დიდი გამჭრიახობით.

აქ კი უბრალოდ შეგნებულად იტყუება, პრეზიდენტს ზუსტად იმდენის უფლება აქვს რაც კანონში წერია, რისი უფლებაც არა აქვს იმას ვერც გააჩენს და ვერც მოიგონებს. ეს ყველაფერი კი მინიმუმ ნაპრეზიდენტალმა უნდა იცოდეს! მაშ რა ხდება, ან სერიუზულ უვიცობასთან გვაქვს საქმე, ან ჩვეულებრივ პოპულიზმთან, უფრო კი სრულიად შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან. ყოფილი პრეზიდენტისგან კი ეს უბრალოდ ძალიან სამარცხვინოა!”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა