ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7086 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7094 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.8 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8749 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8777 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.28 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1444 ლარს შეადგენს, გაუფასურდა ფუნტი და 3.2568 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 6 იანვრიდან შევა ძალაში.