თეგებით ძიება

„შემიწყალე, შე პუტინის მონა“, არაფერში წერია, რადგან პუტინის მონა თუ ვარ, როგორ შეგიწყალებ? - იაგო ხვიჩია

პუტინის მონა თუ ვარ, როგორ შეგიწყალებ?! - ასე ეხმიანება „გირჩის“ დეპუტატი, იაგო ხვიჩია მოწოდებებს პრეზიდენტის მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

„ქვეყანაში 10 წელია გაჩაღებულია ქოც-ნაცური ბრძოლა და ამ ბრძოლის ფარგლებში, ერთმა მხარემ მეორე დაატყვევა, უზის ციხეში და დანებებას ან დამარცხების აღიარებას ითხოვს. ომს არ ვამთავრებთ და იმას, ვინც უნდა გამოუშვას, ვეძახით პუტინის მონას და ა.შ. „შემიწყალე, შე პუტინის მონა“, ეს არაფერში წერია, რადგან პუტინის მონა თუ ვარ, როგორ შეგიწყალებ?“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩია ასევე, გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ამერიკელი დიპლომატის, მაიკლ მაკფოლის სტატიას, სადაც მაკფოლი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის სხვა დემოკრატიულ ლიდერებთან მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ უნდა მიმართოს სააკაშვილის გადარჩენის მიზნით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა