ბელგიაში მოკლული ქართველი ტრანსგენდერი ლიზა ქისტაურია
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოკლული ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაურია.
ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად TIA.GE- მ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქისტაური სავარაუდოდ მისმა შეყვარებულმა მოკლა.
ლიზა ქისტაურის დედას, რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, შვილის ნაწამები ცხედრის ფოტოები ამოსაცნობად გამოუგზავნეს.
ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი და მის ცხედარს უამრავი დაზიანება აღენიშნება.