“ფილტვები გაეთიშა” – საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველი ქალი დაიღუპა
საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველი ქალი, მეგი შელია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლის ქალია და საბერძნეთში ოჯახთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა.
“სავარაუდოდ, ფილტვები გაეთიშა. საზარელი ტრაგედია დატრიალდა. სხვა დეტალები არ ვიცით”, - ამბობს ახლობელი.
გარდაცვლილს მეუღლე და ხუთის თვის ბავშვი დარჩა.