"ეს ის ადამიანია, რომელიც მიუხედავად მისი გარდასახვისა, ერმა მაინც შეიყვარა" - დომენიკ მანგო ლიზა ქისტაურზე
სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო ბელგიაში მოკლულ ქართველ ტრანსგენდერზე, ლიზა ქისტაურზე წერს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი გარდასახვისა, ლიზა ქართველმა ერმა მაინც შეიყვარა.
"ლიზა ქისტაური ბელგიაში შეყვარებულმა სასტიკი წამებით მოკლა. საქართველოში მყოფ დედას ბელგიის პოლიციამ ამოსაცნობად ფოტოები გადმოუგზავნა, რომელშიც მას წამების კვალი და მრავალი ფიზიკური დაზიანება აღენიშნება. ბოლო პერიოდში ის და მისი შეყვარებული გაუჩინარებულები იყვნენ.
ეს ის ადამიანია, რომელიც მიუხედავად მისი გარდასახვისა, ერმა მაინც შეიყვარა. მწუხარების მონაწილე ვარ", - წერს მანგო.