„ლიზა ქისტაურის გარდაცვალება არ დასტურდება... ეს არის ტყუილი!!!“ - ქისტაურის მეგობარი ვიდეომიმართვას ავრცელებს
ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მეგობარი, ემმა ძიძიგური, რომელიც ასევე ბელგიაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ლიზას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის მიერ არ დასტურდება.
„ლიზა ქისტაურის გარდაცვალება არ დასტურდება მისი ოჯახის მიერ!!!!
კონტაქტი მაქვს როგორც მის მეგობარს ინტენსიური მის ოჯახთან და ეს არის ტყუილი!!!!
გთხოვთ ვარაუდებზე დაყრდნობით ნუ აკეთებთ სტატიების და სიუჟეტების !
სირცხვილია ცოცხალ ადამიანს რომ გლოვობთ!!!!!“ - წერს ემმა ძიძიგური და ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური შეყვარებულმა მოკლა.
Liza Kistauri ის გარდაცვალება არ დასტურდება მისი ოჯახის მიერ!!!!⛔️
კონტაქტი მაქვს როგორც მის მეგობარს ინტენსიური მის...Posted by Emma Dzidziguri on Thursday, 5 January 2023