ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის შესახებ ცნობებს საგარეო უწყება ამოწმებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მცხოვრები ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ. როგორც სამინისტროში განაცხადეს, "საქართველოს საელჩოში შეტყობინება არ შესულა, ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილიბრივ სამართალმდაცველებთან და არკვევს სიტუაციას."
ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი ამ დრომდე არც ოჯახს არ დაუდასტურებია.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მოკლეს.
წყარო: „რადიო თავისუფლება“