თეგებით ძიება

„DNM პასუხს ელოდებიან... რადგან ცხედარი დაახლოებით 10 დღე იყო გაჩერებული, ამოცნობა ვერ შეძლეს“ - რას წერს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის ოჯახის ახლობელს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ რადგან ცხედარი სახლში დაახლოებით 10 დღე იყო გაჩერებული, მისი ამოცნობა ვერ შეძლეს და ახლა დნმ-ის პასუხს ელოდებიან.

„ოჯახის ახლობელს ვესაუბრე. ინფორმაცია იმიტომ არ დასტურდება, რომ DNM პასუხს ელოდებიან. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება მისი დაქალი იყოს და თავად გაიქცა მისი შეყვარებულის სახლიდან. რადგან ცხედარი დიდი ხანი იყო გაჩერებული სახლის ტემპერატურაში (დაახლოებით 10 დღე), ამოცნობა ვერ შეძლეს. დედა გაბრუნდა უკან ბელგიაში როგორც კი ამბავი შეიტყო“, - წერს მანგო.

ოჯახის ახლობელს ვესაუბრე. ინფორმაცია იმიტომ არ დასტურდება, რომ DNM პასუხს ელოდებიან. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება...Posted by Domenic Mango on Thursday, 5 January 2023


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა