თეგებით ძიება

რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! - ლიზა ქისტაურის დედა მისი შვილის გარდაცვალებას არ ადასტურებს

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დედა, იზა არღვლიანი მისი შვილის გარდაცვალებას არ ადასტურებს.

„რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ - ამბობს იზა არღვლიანი „რადიო თავისუფლებასთან“

არღვლიანის ახლობელი, ნანა გოცირიძე ამბობს, რომ ჯერ დადასტურებულად არაფერი იცის არც ოჯახმა და არც პოლიციამ.

„ჯერ ჩვენ არ ვიცით, ოჯახის წევრებმა, პოლიციამ არ იცის ჯერ... აქაც ხომ არიან კეთილისმსურველები, ასეთი ინფორმაციით წავედით. მაგრამ მივედით და გავარკვიეთ, ყველა დეტალს გვეუბნებიან არ გვიმალავენ... არის თუ არა ის, რომელ რიცხვში, არაფერი დაემთხვა, რაც გვანახეს არ არის და წამოვედით“, - ამბობს გიცირიძე.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა ქისტაური წამებით მოკლეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა