კარგი ლიდერის 10 მახასიათებლები
გთავაზობთ ლიდერის ძირითად მახასიათებლებს:
კეთილსინდისიერება
კეთილსინდისიერება, როგორც, ზოგადად, პიროვნების, ასევე ორგანიზაციის ლიდერის აუცილებელი თვისებაა. ეს, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული პირებისთვის, რომლებიც აყალიბებენ ორგანიზაციის კურსს და იღებენ სხვა უამრავ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
დელეგირება
დელეგირება ლიდერის ერთ-ერთი ძირითადი პასუხისმგებლობაა, თუმცა ეფექტური დელეგირება შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ლიდერის მიზანი უნდა იყოს გუნდური მუშაობის ხელშეწყობა, ავტონომიისა და უკეთესი გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა. საუკეთესო ლიდერები ამყარებენ ნდობას სამუშაო ადგილზე თავიანთ გუნდებში ეფექტური დელეგირების გზით.
კომუნიკაციები
ეფექტური ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. საუკეთესო ლიდერები გამოცდილნი არიან კომინიკაციის სხვადასხვა გზით დამყარებაში, ინფორმაციის გადაცემასა და თანამშრომელთა ინსპირირებაში. საუკეთესო ლიდერობისთვის უნდა შეძლოთ მოსმენა და დაკავშირება ადამიანების ფართო სპექტრთან. თქვენი ორგანიზაციის ლიდერებს შორის კომუნიკაციის ხარისხი და ეფექტურობა პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენი ბიზნეს-სტრატეგიის წარმატებაზეც. ეფექტურ კომუნიკაციასა და საუბრებს შეუძლია რეალურად გააუმჯობესოს თქვენი ორგანიზაციული კულტურა.
თვითშეგნება
მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო შინაგანად ორიენტირებული თვისებაა, ლიდერობისთვის თვითშემეცნება და თავმდაბლობა უმნიშვნელოვანესია. რაც უფრო კარგად იმეცნებთ საკუთარ თავს და აღიარებთ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, მით უფრო ეფექტური იქნებით, როგორც ლიდერი.
მადლიერება
მადლიერებამ შეიძლება განაპირობოს უფრო მაღალი თვითშეფასება, შემცირებული დეპრესია და შფოთვა და უკეთესი ძილი. მადლიერებამ შეიძლება უკეთეს ლიდერადაც კი გაქციოთ. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ამბობს რეგულარულად "მადლობას" სამუშაო გარემოში, ადამიანების უმეტესობა კი ამბობს, რომ მზად იქნება უფრო მეტი იმუშაოს მადლიერი უფროსისთვის. საუკეთესო ლიდერებმა იციან, როგორ გამოხატონ მადლიერება სამუშაო ადგილზე.
სწრაფი რეაგირების უნარი
სწრაფი რეაგირების უნარი არის ცოდნა, თუ რა უნდა გააკეთო გაურკვეველ ვითარებაში. თუ თქვენ „სხარტად უღებთ ალღოს პრობლემას“ ან შეგიძლიათ უცნობ გარემოებებში დავალების წარმატებით თავის გართმევა, შესაძლოა უკვე სწავლობთ სისწრაფეს. აღსანიშნავია, რომ ყველას შეუძლია გაიუმჯობესოს სისწრაფის უნარი პრაქტიკის, გამოცდილებისა და ძალისხმევის მეშვეობით. ყოველივე ამის შემდეგ, დიდი ლიდერები მართლაც შესანიშნავი მოსწავლეები არიან.
ზეგავლენის მოხდენა
ზოგიერთი ადამიანისთვის „ზეგავლენის მოხდენა“ არასასიამოვნო სიტყვას ჰგავს. მაგრამ ხალხის დარწმუნება ლოგიკური, ემოციური ან თანამშრომლობითი მიმართვების გავლენის ტაქტიკის საშუალებით შთამაგონებელია, რაც ეფექტური ლიდერების მნიშვნელოვანი თვისებაა. გავლენა საკმაოდ განსხვავდება მანიპულაციისგან და ის ავთენტურად და გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს, რაც ემოციურ ინტელექტსა და ნდობას მოითხოვს.
გულისხმიერება
გულისხმიერება დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან და არის ემოციური ინტელექტისა და ლიდერობის ეფექტურობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ინკლუზიურობა და ემპათიის გამოვლენა თქვენი ქვემდგომი თანამშრომლების მიმართ აუცილებელია მათთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.
გამბედაობა
გამბედაობა კარგი ლიდერების მთავარი თვისებაა. პრობლემების ან კონფლიქტების გაღრმავების თავიდან აცილების ნაცვლად, გამბედაობის საშუალებით ლიდერები წინ მიიწევენ და საქმეები სწორი მიმართულებით მიჰყავთ.
პატივისცემა
ადამიანებისადმი ყოველდღიურად პატივისცემით მოპყრობა ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. ეს ამსუბუქებს სამუშაო ადგილზე დაძაბულობასა და კონფლიქტს, აყალიბებს ნდობას და ზრდის სამუშაო ეფექტურობას. პატივისცემა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვანაირად; ის ახასიათებს მხოლოდ კარგ მსმენელს, რომელიც ნამდვილად ცდილობს გაიგოს სხვა თანამშრომელთა პერსპექტივები.
https://www.ccl.org/articles/leading-effectively-articles/characteristics-good-leader/?fbclid=IwAR3LJbFwVl9AddO1fUZ_Qwf87KPH9IQrZ0vbfFHdv-Lk5aOedVY1djdcyjc