თეგებით ძიება
06. 01. 2023 მსოფლიო

პუტინი სულის მოთქმას ცდილობს, მზად იყო ახალ წელს საავადმყოფოები, ბაღები დაებომბა - ჯო ბაიდენი "ზავზე"

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში ე.წ. "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ახლა ძალების მოკრებას და სულის მოთქმას ცდილობს.

"არ მინდა ვუპასუხო იმას თუ რას ამბობს პუტინი. საინტერესოა, რომ ის მზად იყო დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები... 25 დეკემბერს და ახალ წელს. ვფიქრობ, ის სულის მოთქმას ცდილობს", - თქვა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა