"აუ, ლიზა არ აღმოჩნდა სხვა ტრანსგენდერი რას ნიშნავს? ანუ იმას ვიკიდებთ? - რას წერს კრისტი ლაბაძე?
გერმანიაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალი, ქრისტი ლაბაძე სოციალურ ქსელში ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურის შესახებ წერს.
"აუ ლიზა არ აღმოჩნდა სხვა ტრანსგენდერი რას ნიშნავს ? ყველა ერთნი ვართ მეგობრებო ყველაზე უნდა შეგვტკიოდეს გული. ანუ იმას ვიკიდებთ ? იმას არ ყავს ოჯახი? აქედან მივხდი რომ დადგმულია", - წერს ქრისტი ლაბაძე.
შეგახსენებთ, ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება.
მის გარდაცვალებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულო და არც ოჯახის წევრები ამ დროისთვის არ ადასტურებენ.
მანამდე კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური მოკლეს, სავარაუდო დამნაშავე კი მისი შეყვარებული იყო.
თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.