ვინ არის 23 წლის ქართველი რეპერი, რომელმაც 2 საათში საბერძნეთში 8 ძარცვა ჩაიდინა?
საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში 23 წლის ქართველმა რეპერმა, 2 საათში 8 ძარცვა ჩაიდინა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია აქვეყნებს.
"თესალონიკის პირველი ინსტანციის პროკურატურის შესაბამისი ბრძანების შემდეგ, მოქალაქის ვინაობის დამადასტურებელი დეტალები და ფოტოები გამოქვეყნდა. ის დააკავეს 13-12-2022 და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები: ქურდობის, ძარცვის მცდელობის, დაუმორჩილებლობის, იარაღის უკანონო ტარებისა და გამოყენებისთვის", - ნათქვამია სტატიაში.
ბრალდებული, რომელმაც თავი რეპ მუსიკოსად გამოაცხადა, ციხიდან ოთხი თვის წინ გათავისუფლდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანი ნაძარცვი დაახლოებით 15 000 ევროს შეადგენს.