"თუ ახლა ლიზი ცოცხალია, აუცილებლად ვეტყვი, არ გადავდებ ამ ამბავს" - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო მოზესი (Nino Moses) ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს, რო თუ ის ცოცხალია, ბევრ რამეს ეტყვის.
"პირველად ვინანე ცხოვრებაში, რომ ადამიანს არ ვუთხარი როგორ მიყვარს და როგორ მომწონს მისი თვისებები. თუ ახლა ლიზი ცოცხალია, აუცილებლად ვეტყვი, არ გადავდებ ამ ამბავს. ის ისეთი დადებითი ადამიანია, ისეთი მოსიყვარულე და უბოროტო, რომ იცნობდეთ თქვენც გეყვარებოდათ", - წერს ნინო მოზესი.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მოკლეს. ინფორმაციას ოჯახი არ ადასტურებს. ამ ეტაპზე დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდებიან ცხედრის, რომელიც სავარაუდოდ, ლიზას სახლში იპოვეს.