თეგებით ძიება

სასიხარულო ცნობა - ომის დაწყებიდან კიევში 22 600 წყვილი დაქორწინდა და 13 965 ბავშვი დაიბადა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, იულია მენდელის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან კიევში 22 600 წყვილი დაქორწინდა და 13 965 ბავშვი დაიბადა.

„სრულმასშტაბიანი ომის 315 დღის განმავლობაში კიევში 22600 წყვილი დაქორწინდა და 13965 შვილი დაიბადა“, - წერს იულია მენდელი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა