"მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ქაშმირის პალტოსთვის, ართმევენ საქართველოს მოქალაქეობას და ციხეში წამებით კლავენ!" - მეგი გოცირიძე
ენმ-ს წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს.
"50 მილიონიან უკრაინაში - ომამდე , მიშა წლის პოლიტიკოსად აღიარეს , 3 მილიონიან წილხვედრში, დიდუბის პანთეონში , მშვიდად განისვენებს მაოხრებელი - ჯაბა იოსელიანი, შევარდნაძეს პატივით ასვენებენ სამების საკათედრო ტაძრიდან , კიტოვანისგან ინტერვიუებს იღებენ , რომელიც მშვიდად გადაადგილდება თბილისის ქუჩებში და ძირს პირსისხლიანი სააკაშვილიო, მიტინგზე სკანდირებს, პუტჩისტები და მათი შვილები ყველა შტოში არიან მართვის უფლებით, წითელაშვილი ჭკუას გვარიგებს, სამხედრო საიდუმლო ობიექტებზე დაშვების უფლება აქვს, პუტინის ბიზნესპარტნიორი ქვეყანას მართავს, ძარცვავს და აოხრებს მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ქაშმირის პალტოსთვის, ართმევენ საქართველოს მოქალაქეობას და ციხეში წამებით კლავენ!
პ.ს. ერი, როგორც ასეთი...", - წერს მეგი გოცირიძე.