ვის შეუძლია 250 ევროს ბონუსის მიღება? - მნიშვნელოვანი ინფორმაცია საბერძნეთში მყოფი ქართველებისთვის
ეკონომიკურ კრიზისსა და ინფლაციასთან დაკავშირებით საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი გადაუდებელი ერთჯერადი დახმარების მისაღებად განაცხადის შესავსებად პლატფორმა ღიაა.
250 ევროს მიღება შეუძლიათ ბენეფიციარებს, რომლებიც OAED-ში არიან დაფიქსირებულები, როგორც ხანგრძლივვადიანი (12-იდან 24 თვის მანძილზე) უმუშევრები. უფრო მოკლე პერიოდის უმუშევრებზე დახმარება არ გაიცემა.
კიდევ ერთი კრიტერიუმი 250 ევროს დახმარების მისაღებად არის ის, რომ ბენეფიციარი სხვა სახის დახმარებას არ უნდა იღებდეს.
განაცხადი Taxisnet-ის სისტემით ივსება, აუცილებლად უნდა მიუთითოთ ΙΒΑΝ-ის საბანკო ანგარიში, რომელზედაც თანხას ჩაგირიცხავენ.
წყარო - digest.pia.ge