თეგებით ძიება

"ბევრ ადამიანს გაუჩნდა ეჭვი, რომ ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი და ევროვიზიისთვის სოფო ბათილაშვილს ამზადებენ" - რას წერს მერაბ მეტრეველი პოპულარულ მომღერალზე?

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ საქართველოს ევროვიზიაზე მომღერალი, სოფო ბათილაშვილი წარადგენს.

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა, რომ წელს "ვოისის" გამარჯვებული წავა ევროვიზიაზეო.
მოგეხსნებათ, სხვა მუსიკალური კონკურსების მსგავსად "ვოისშიც" ძირითადად ახალბედა მომღერლები მონაწილეობენ, ისინი ვინც პირველად გამოდიან დიდ სცენაზე და წელს საერთოდ მაგარი ნაკადი მოვიდა, უმაგრესი ბავშვები. მეთქი-ვახ, წელს ევროვიზიაზე არავარსკვლავი მომღერლი წარგვადგენს და უცებ კონკურსში ჩნდება სოფო ბათილაშვილი.

მაის შედეგი არის ის? უკვე ბევრ ადამიანს გაუჩნდა ეჭვი, რომ ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი და სწორედ სოფოს ამზადებენ ევროვიზიისთვის. ბევრს არ სჯერა, რომ უკვე ერთი კონკურსის მომგები და შემდგარი მომღერალი ახალ კონკურსში უცნობ მომღერლებთან ერთად გარანტიის გარეშე მიიღებდა მინაწილეობას.
იმედია, ეს ეჭვები არ გამართლდება. განა, სოფოს საწინააღმდეგო მაქვს რამე. უმაგრესი მომღერალია, მაგრამ თუ მისი გაშვება უნდოდათ, გაეშვათ პირდაპირ. არავინ გააპროტესტებდა,. რადგან დარწმუნებული ვარ ღირსეულად წარგვდგენს. "ვოისის" მიბმა რაღა სააჭირო იყო? დაეტოვებინათ ეს კონკურსი ახლაბედებისთვის. რისთვის აწვალებენ მაშინ ამ ბავშვებს? ხომ არ შეიძლება ყველაფერი ფარსად აქციო?
ან რა წესია ახალბედებთან ერთად კონკურსში შემდგარი მომღერლის მონაწილეობა?", - წერს მეტრეველი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა