თეგებით ძიება
06. 01. 2023 მსოფლიო

მკვლელი პუტინის მიერ გამოცხადებული „საშობაო ზავი“ მორიგი ტყუილი და ხაფანგია - რას ამბობს სერჰი გაიდაი?

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი აცხადებს, მკვლელი პუტინის მიერ გამოცხადებული „საშობაო ზავი“ მორიგი ტყუილი და ხაფანგია.

„გთხოვთ, ეკლესიებში, მართლმადიდებლურ საშობაო წირვაზე დასწრებისგან თავი შეიკავოთ. რუსებმა, შესაძლოა, ტერაქტები დაგეგმონ! ზოგადად, ამ დღეებში, თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებზე ყოფნისგან ! თავს გაუფრთხილდით! ჩვენ გვჯერა შეიარაღებული ძალების!“, - წერს გაიდაი.

რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე შევიდა ძალაში. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა