თეგებით ძიება

ახალი კვლევა - 2100 წლისთვის, დედამიწის მყინვართა ნახევარი გაქრება

კლიმატის ცვლილების გამო, დედამიწის მყინვარების ნახევარი, განსაკუთრებით კი პატარები, საუკუნის ბოლოსთვის აღარ იარსებებს, მაგრამ გლობალური დათბობის შეზღუდვით, დანარჩენთა გადარჩენა შესაძლებელია. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

მყინვართა სწრაფი დნობის შედეგად, გარემოში წარმოუდგენლად დიდი ოდენობით უცნობი მიკრობი თავისუფლდება — #1tvმეცნიერება
მსგავსი: მყინვართა სწრაფი დნობის შედეგად, გარემოში წარმოუდგენლად დიდი ოდენობით უცნობი მიკრობი თავისუფლდება — #1tvმეცნიერება
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ეს კვლევა მსოფლიოს 215 000 მყინვარის მომავლის ყველაზე სრულყოფილ მიმოხილვას გვთავაზობს.

ავტორები ხაზს უსვამენ სათბურის აირების გამოყოფის შემცირების მნიშვნელობას მყინვართა დნობის შედეგების შესამსუბუქებლად, მაგალითად, ზღვის დონის მატების და წყლის რესურსების გამოლევის.

კვლევის ერთ-ერთი მიზანი პოლიტიკის შემოქმედთათვის ორიენტირებაში დახმარებაა. მეცნიერებმა შეისწავლეს ოთხი სხვადასხვა სცენარის გავლენა მყინვარებზე; ერთ სცენარში საშუალო გლობალური ტემპერატურა 1,5 გრადუსი ცელსიუსით იმატებს, მეორეში 2 გრადუსით, მესამეში 3 გრადუსით და მეოთხეში 4 გრადუსით.

„ყოველი გრადუსით მატება განაპირობებს მეტ დნობას და დანაკარგს. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ თუ ტემპერატურის მატებას შეამცირებ, ასევე შეგიძლია მასის დანაკარგის შემცირება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ცოტა იმედი მაინც არსებობს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ოსლოს უნივერსიტეტის მკვლევარი რეჯინ ჰოკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა