თეგებით ძიება

"მჯეროდა რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა... მჯეროდა სასწაულის...ლიზა ძალიან დადებითი, პოზიტიური და ყურადღებიანი ადამიანი იყო..." - მარიამ ჩხეიძე ლიზა ქისტაურზე

ადვოკატი, მარიამ ჩხეიძე ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და იხსენებს, როგორი პიროვნება იყო ის.

"მჯეროდა რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა... მჯეროდა სასწაულის, რადგან გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ.
სამწუხაროდ ბელგიის პოლიციამ დაადასტურა ლიზა ქისტაურის გარდაცვალება.
ლიზა ქისტაური მოკლეს ბელგიაში, წლების წინ გავიცანი... მაშინ ჯერ მხოლოდ ბლოგერი იყო. ძალიან მაგარი იუმორის გრძნობით. ძალიან დადებითი, პოზიტიური და ყურადღებიანი ადამიანი იყო... ადამიანი რომელსაც ამ ზიზღით და ჰომოფობიით სავსე ქვეყანაში უბრალოდ თავის ცხოვრებით ცხოვრება უნდოდა და სხვა არაფერი. უნდოდა რომ თავისუფალი ყოფილიყო. არავინ იცოდა რის ფასად უჯდებოდა ეს ყველაფერი... უბრალოდ ადამიანი იყო რომელსაც თავისუფლება უნდოდა ზიზღით სავსე ქვეყანაში. ერთხელ იმ მილიონი შეტევიდან ერთ - ერთი იყო მის გვერდზე. მუქარა, ზემოდან გადავლა... ძალიან გავბრაზდი და იქ დავიცავი. რა თქმა უნდა ჩემზე გადმოინაცვლეს "კლავიატურის ლიომებმა".. მალევე წაიშალა პოსტი. მივწერე ვიფიქრე დაიღალა და გავამხნევე. არაო. ეგენი შენ დაგიმახსოვრებენ და არაა უსაფრთხოო...
წამებითაა მოკლული. ძალიან დადებითი ადამიანი რომელსაც უბრალოდ თავის ცხოვრებით ცხოვრება უნდოდა. წამებით მოკლეს, დაჩეხეს", - წერს ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა, თუმცა ოჯახი არ ადასტურებდა. ქისტაური ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოკლეს. მისი ცხედრის ამოცნობა ოჯახმა ვერ შეძლო, დამატებით დნმ-ის ანალიზის ჩატარება გახდა საჭირო.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა