თეგებით ძიება

რას აცხადებენ საგარეო უწყებაში ლიზა ქისტაურის მკვლელობის საქმეზე? - პირველი კომენტარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის ბელგიაში მკვლელობასთან დაკავშირებით კომანტარს აკეთებენ და აცხადებენ, რომ საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან.

უწყების ინფორმაციით, ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება.

"ბელგიაში, საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა,"- აცხადებენ "რუსთავი2"-თან უწყებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა