ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი და შემდეგ უკვე მწვრთნელი, ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას 2017 წელს პანკრეასის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა 2020 წლის აპრილში თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გამოჯანმრთელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წელს ჯანლუკას დაავადება განუახლდა და მისი გაკურნება ვეღარ მოხერხდა.
ვიალის უთამაშია "კრემონეზეში", "სამპდორიაში", "იუვენტუსსა" და "ჩელსიში". ის წარსულში "ჩელსის" დამრიგებელი იყო, ბოლოს კი იტალიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ასისტენტი გახლდათ, ეს პოსტი კი 2022 წლის დეკემბერში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.