თეგებით ძიება

" შეგრძნება მაქვს, რომ ახლობელი ადამიანი დავკარგე" - რას წერს მაია დარსმელიძე?

მუსიკოსი, მაია დარსმელიძე ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"გუშინ, როდესაც ითქვა, რომ სიკვდილი არ დასტურდება, გავიფიქრე, რომ დაგვტროლა. რატომღაც იმედი მომეცა და მერე, ცოტა ხანში, უკვე დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ცოცხალია..

არ ვიცნობდი, მაგრამ ისე დავიჯერე რომ უბრალოდ გვტროლავდა, რომ ზე ფამილარული და სასაცილო პოსტის მიძღვნასაც ვაპირებდი…
ეხლა გავიგე, რომ დადასტურდა და გუშინდელმა ფიქრებმა ისე დამაახლოვა მასთან, რომ დღეს შეგრძნება მაქვს, რომ ახლობელი ადამიანი დავკარგე", - წერს დარსმელიძე.

შეგახსენებთ, რომ ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა, თუმცა ოჯახი არ ადასტურებდა. ქისტაური ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოკლეს. მისი ცხედრის ამოცნობა ოჯახმა ვერ შეძლო, დამატებით დნმ-ის ანალიზის ჩატარება გახდა საჭირო.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა