"პირველ რიგში, სწორედ აი ამ ვერშემდგარ ადამიანებს ემსხვერპლა ლიზა ქისტაური" - ვისზე წერს ბექა ყორშია?
ჟურნალისტი, ბექა ყორშია ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
"ერთ სააგენტოს უდევს ნიუსი ლიზა ქისტაურის გარდაცვალებაზე, 550 haha აქვს
პირველ რიგში, სწორედ აი ამ ვერშემდგარ ადამიანებს ემსხვერპლა ლიზა ქისტაური", - წერს ყორშია.
შეგახსენებთ, რომ ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა, თუმცა ოჯახი არ ადასტურებდა. ქისტაური ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოკლეს. მისი ცხედრის ამოცნობა ოჯახმა ვერ შეძლო, დამატებით დნმ-ის ანალიზის ჩატარება გახდა საჭირო.