თეგებით ძიება

„მისი გარდაცვალების შესახებ ცნობების ქვეშ ვხედავ ახარხარებულ ადამიანებს... მათი დიდი ნაწილი დღეს ფანჯრებთან სანთლებს აანთებს“ - დათო გორგილაძე

მწერალი, დათო გორგილაძე ბელგიაში გარდაცვლილი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ლიზა ქისტაურს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი გამბედაობა და ბრძოლის უნარი ყოველთვის მხიბლავდა.
განსაკუთრებით კი აღმაფრთოვანებდა მისი უნარი, რომლის დახმარებითაც რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე მოსიარულე არ კარგავდა ხალისსა და სილაღეს საკუთარი თავისა და სხვების გასამხნევებლად.
მისი გარდაცვალების შესახებ მიმობნეული ცნობების ქვეშ ვხედავ ახარხარებულ ადამიანებს.
ეს ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ქუჩაში, შენობების დერეფნებსა და კაფეებში გვხვდებიან.
შვილებსაც ზრდიან (ან უკვე გამოზარდეს).
მათი დიდი ნაწილი დღეს შობის აღსანიშნავად ფანჯრებთან სანთლებს აანთებს იმის იმედით, რომ ქრისტე მათკენაც გაიხედავს.
ლინკოლნმა თქვა ერთხელ: მლიქვნელი არის ადამიანი, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს სთხოვს შეწყალებას იმ მოტივით, რომ ის ობოლიაო.
მე კი მგონია, რომ მთავარი მლიქვნელები თქვენ ხართ - ისინი, ვისაც ღიმილს კი არა, ხარხარს გფენთ სახეზე უდანაშაულო, კეთილი და ლაღი ადამიანის სიკვდილი და ამავდროულად შინ იწვევთ ქრისტეს.
გისურვებთ, რომ შვილებმა ერთხელაც პასუხი მოგთხოვონ ამ მლიქვნელობის გამო და როცა სათქმელი არა გექნებათ რა, სახეში შემოგაფურთხონ.
მიცვალებულმა დაე მშვიდად განისვენოს“, - წერს გორგილაძე.

ლიზა ქისტაურს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი გამბედაობა და ბრძოლის უნარი ყოველთვის მხიბლავდა.
განსაკუთრებით კი...Posted by Dato Gorgiladze on Friday, 6 January 2023


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა