„ამდენი სირთულე და სიძულვილი გამოსცადა და მაინც ასეთი სასწაული იუმორით, ნიჭით, მგრძნობელობით დარჩა“ - სალომე ასათიანი ლიზა ქისტაურზე
ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, სალომე ასათიანი ეხმაურება.
„ბევრი არ იყო, მაგრამ მისი ყველა კომენტარი მახსოვს, წლების წინ დაწერილ პოსტებზეც. ძალიან მაცინებდა ხოლმე, და ამიტომ ყოველთვის მიხაროდა როცა მეხმიანებოდა. სულ მომწონდა ლიზა - ადამიანი, რომელმაც ამდენი სირთულე და სიძულვილი გამოსცადა და მაინც ასეთი სასწაული იუმორით, ნიჭით, მგრძნობელობით დარჩა. მთელი გულით ვუსამძიმრებ ახლობლებს“, - წერს სალომე ასათიანი.
ბევრი არ იყო, მაგრამ მისი ყველა კომენტარი მახსოვს, წლების წინ დაწერილ პოსტებზეც. ძალიან მაცინებდა ხოლმე, და ამიტომ...Posted by Salome Asatiani on Friday, 6 January 2023