თეგებით ძიება

აშშ-ში ქართველი კაცი მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა მოკლა - ცნობილია გარდაცვლილის ვინაობა

აშშ-ში, ნიუ-იორკში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, 42 წლის ლევან გალდავა, მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე დმიტრი ლაპკომ საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ, ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღი ჩაარტყა. მკვლელობა ქუჩაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომ­ხდარს წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ლევან გალ­და­ვა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. პოლიციის განაცხადებით, დმიტრი ლაპკოს დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა